Urban Prime — ავტოს ყიდვა, გაყიდვა და ინვესტიცია

ჩვენ ვმართავთ მთელ პროცესს — შერჩევიდან გარიგების დასრულებამდე, რათა თქვენ მიიღოთ მარტივი, გამჭვირვალე და სანდო მომსახურება.

2500+შემოწმებული ავტო
350+დასრულებული გარიგება
$500K+კლიენტებისთვის დაზოგილი თანხა
3+წლიანი გამოცდილება

ჩვენი სერვისები

სრული მომსახურება ავტომობილების შეძენაში, გაყიდვასა და ინვესტიციაში. აირჩიეთ გზა თქვენი მიზნისთვის.

ავტოს შერჩევა
კარგი მანქანის შესაძენად ექსპერტობა თქვენ არ გჭირდებათ. რისკებს ჩვენ ვმართავთ.
  • შიდა ავტობაზა
  • ძიება მთელი საქართველოს მაშტაბით
  • ძიება აშშ-ს აუქციონებზე
  • ვარიანტების შედარება
  • გარიგების სრული პროცესი
ავტოს გაყიდვა
თქვენ გვიზიარებთ თქვენს მიზანს — ავტომობილის გაყიდვის პროცესს კი ჩვენ ვმართავთ. თქვენ მხოლოდ გარიგების დასრულებასა და თანხის მიღებაზე ერთვებით.
  • ზარები და ჩვენებები
  • თქვენი სახელით ვაწარმოებთ ფასზე მოლაპარაკებებს.
  • შემოწმება და დოკუმენტები
  • პროცესის სრული მართვა
ავტო აშშ-დან
პარტნიორების ქსელისა და გამოცდილების საშუალებით ვიღებთ პირობებს, რომლებიც კერძო მყიდველს ხშირად არ აქვს.
  • Copart, IAAI, Manheim
  • ისტორიისა და რისკების შემოწმება
  • გარიგების ხარჯების ანგარიში
  • ტრანსპორტირება, შეკეთება და მომზადება
  • გასაგები ბიუჯეტი და ვადები
UPmoney
ინვესტიცია ავტომობილებში ექსპერტის მხარდაჭერით — ბაზრის დამოუკიდებლად შესწავლის გარეშე.
  • შერჩევა, ყიდვა, ლოგისტიკა
  • რემონტი, დიტეილინგი, მომზადება
  • მყიდველის ძიება და გაყიდვა
  • გამჭვირვალე ანგარიშები

რატომ გვენდობიან

არა ზოგადი დაპირებები, არამედ კონკრეტული ფაქტები ჩვენი მუშაობის შესახებ.

სანდო პარტნიორები

რემონტი, ლოგისტიკა, დეტეილინგი, სერვისი და შემოწმებული პარტნიორები.

შიდა ავტობაზა

ზოგიერთ შეთავაზებას მანამდე ვიგებთ, სანამ ის ღია ბაზარზე გამოჩნდება.

მოლაპარაკობას ვაწარმოებთ თქვენი ინტერესების გათვალისწინებით

ვიცავთ თქვენს ინტერესებს მოლაპარაკებისა და შემოწმების დროს.

სრული ციკლი

ავტოს ძიებიდან გარიგების დახურვამდე — ყველა ეტაპი ჩვენზეა.

ქეისები

შედეგი ყველაზე კარგად რეალურ მაგალითებში ჩანს.

BMW X5 2020
დაზოგვა ≈ $8,000

მაგალითი: საოჯახო ავტომობილის მოძებნა მინიმალური რისკით

  • ვიპოვეთ Copart-ზე მცირე დაზიანებით
  • შევამოწმეთ ისტორია და სერიოზული ავარიები გამოვრიცხეთ
  • დავთვალეთ აღდგენის ბიუჯეტი
  • ჩამოვიყვანეთ და აღვადგინეთ
Lexus LX600 2024
გაიყიდა 4 დღეში

მაგალითი: დაუზიანებელი LX600-ის გაყიდვა შავი ექსტერიერითა და შავი ინტერიერით

  • კლიენტმა მოგვმართა გასაყიდად
  • ამავე LX600-ზე მყიდველის მოთხოვნა უკვე გვქონდა
  • ჩავატარეთ დიაგნოსტიკა და გავაგზავნეთ ვიდეოანგარიშები
  • მყიდველმა მეორე დღეს გადაიხადა წინასწარი თანხა
  • 3 დღეში მყიდველი ბათუმიდან ჩამოვიდა გარიგებაზე
Toyota Land Cruiser 300 2025
გაიყიდა 8 დღეში

მაგალითი: ახალი Land Cruiser 300-ის მყიდველის პოვნა

  • შევამოწმეთ მდგომარეობა და დოკუმენტები
  • შევთავაზეთ ავტო შესაბამის მყიდველებს ჩვენი ბაზიდან
  • გარიგების პირობები შევათანხმეთ ხანგრძლივი საჯარო განთავსების გარეშე
Mercedes E-Class 2023
გაიყიდა 11 დღეში

მაგალითი: ავტოს სწრაფად და კარგ ფასად გაყიდვა

  • მოვამზადეთ ავტო გასაყიდად
  • ჩავატარეთ ფოტოსესია
  • გავაზიარეთ ბლოგერების ქსელში და საჯარო არხებზე
  • სწრაფად ვიპოვეთ საექსპორტო მყიდველი პარტნიორებში
  • შევათანხმეთ ხელსაყრელი ფასი და გარიგება ბოლომდე მივიყვანეთ

შეფასებები

რას ამბობენ კლიენტები ჩვენთან მუშაობაზე.

დავტოვე მოთხოვნა და დეტალები WhatsApp-ში გავაგზავნე. დაახლოებით ორ კვირაში მივედი დიაგნოსტიკისთვის, დოკუმენტების გასაფორმებლად და თანხის მისაღებად. არაფერზე ფიქრი არ დამჭირდა.

ზგ
ზურა გ.ავტოს გაყიდვა

UPmoney-ში ჩავდე ინვესტიცია. მომეწონა გამჭვირვალობა: ყოველ ეტაპზე მაჩვენებდნენ, რა ხდებოდა, მიგზავნიდნენ ანგარიშებს და დეტალურად მიხსნიდნენ ხარჯებსა და შედეგებს. Chevrolet Trax-ზე ოთხნახევარ თვეში მივიღე $1,700 წმინდა მოგება $7,600 ინვესტიციაზე. გუნდმა ნამდვილად იცის თავისი საქმე — გავაგრძელებ თანამშრომლობას.

გკ
გიორგი კ.UPmoney

ავტოს ყიდვის დეტალებში შესვლა არ მინდოდა. გუნდმა ყველაფერი გააკეთა — შერჩევიდან დოკუმენტებამდე.

დმ
დავით მ.ავტოს ყიდვა

მანქანა აშშ-დან ჩამომიყვანეს. ყოველ ეტაპზე ვიცოდი, რა ხდებოდა და რა თანხასთან იყო დაკავშირებული. სურპრიზების გარეშე.

ათ
ალექსანდრე თ.ავტო აშშ-დან

როგორ ვმუშაობთ

გასაგები გზა პირველი კონტაქტიდან საბოლოო შედეგამდე. ეს მაგია არ არის — ეს სისტემური პროცესია.

1

კონსულტაცია

ვარკვევთ მიზანს, ვპასუხობთ კითხვებს და ვთავაზობთ სტრატეგიას.

2

ძიება და შემოწმება

ვპოულობთ ვარიანტებს, ვამოწმებთ დეტალებს, ვაფასებთ რისკებს.

3

შეთანხმება

გაჩვენებთ უპირატესობებსა და რისკებს და გეხმარებით დაბალანსებულ გადაწყვეტილებაში.

4

გარიგება

პროცესი მიგვყავს ბოლომდე: ყიდვა, გაყიდვა ან ინვესტიცია. თქვენ იღებთ ავტოს ან თანხას.

ხშირი კითხვები

პირდაპირი პასუხები კითხვებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვისვამენ.

ყიდვამდე ვამოწმებთ ყველა მანქანას: ისტორიას, ტექნიკურ მდგომარეობას და იურიდიულ მდგომარეობას. ჩვენი ამოცანაა ცუდი ვარიანტების გაფილტვრა მანამდე, სანამ თანხას დახარჯავთ. თუ ბაზარზე ახლა კარგი ვარიანტი არ არის, ამას პირდაპირ გეტყვით და ალტერნატივებს შემოგთავაზებთ.

პერსონალური კონსულტაცია

დატოვეთ კონტაქტები — Urban Prime-ის მენეჯერი დაგიკავშირდებათ.